15:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-21 17:36:58, 1668 ნახვა

საზოგადოება
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული გამოცდის მიმართულებით არაერთი ცვლილება განახორციელა.

კერძოდ, B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 3 შეცდომის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდაზე მოცემული 30 შეკითხვიდან კანდიდატმა 25 სწორი პასუხი უნდა დააფიქსიროს.

ასევე, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე  გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ.

აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, გორსა და ბათუმში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა.

კიდევ ერთი ცვლილება, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან შევა ძალაში. არსებული წესით, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავს. ხოლო, ცვლილების ამოქმედების შემდგომ, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics