|
2026-05-18 13:59:57, 2153 ნახვა
კომენტარი
კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური ალიანსი, რომელსაც არავითარი საერთო ღირებულებები არ გააჩნია, თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიას ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. „თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა, რომელიც ზარზეიმით გამოგვიცხადეს, განწირული იყო მარცხისთვის, დაშლისთვის. როგორ შეიძლება იმ ადამიანების ერთობა, სადაც არანაირი ღირებულებები არ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლაა იმისთვის, რომ როგორმე რაიმე თანამდებობა დაიკავონ. ერთად შეიყარნენ ის კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, რომელთაც საზოგადოებაში არანაირი ნდობა და მხარდაჭერა არ აქვთ. ეს შემთხვევითი არ არის, ამას აქვს თავისი ახსნა: როდესაც შენ ემსახურები სხვა ქვეყანას, ატარებ სხვა ქვეყნის ინტერესს, გყავს გარეთ პატრონები, ხალხს შენს მიმართ არანაირი ნდობა არ აქვს, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში იქნები წარუმატებელი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება პარტიების - „ლელო საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციას, მერის შეფასებით, სინამდვილეში მათთვის არანაირი „წითელი ხაზები“ არ არსებობს. „რეალურად არანაირი „წითელი ხაზი“ არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან. რა „წითელ ხაზებზეა“ საუბარი, როდესაც, მაგალითად, გახარიას პარტია პირდაპირ ალიანსშია და კოლაბორაცია აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. კონკრეტული რაიონები შემიძლია დაგისახელოთ, სადაც ისინი საკრებულოების დონეზე გაერთიანდნენ. არანაირი „წითელი ხაზები“ არ არსებობს, აქ მთავარია, რას ეტყვიან თავიანთი პატრონები, რა დავალებას მისცემენ. მათ შეპასუხების უფლებაც კი არ აქვთ, ვალდებულები არიან, გააკეთონ ის, რასაც ეტყვიან გარედან“, - აღნიშნა მერმა.
მისივე თქმით, შეუძლებელია, პოლიტიკური ძალა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებს, საზოგადოების ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობდეს.
„როგორ შეიძლება, ნდობა გქონდეს საზოგადოებაში, როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც საერთოდ არ გაინტერესებს შენი ქვეყნის ბედი, არ იცავ შენი ქვეყნის ინტერესს. როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანებს ან პოლიტიკურ დაჯგუფებებს ჰქონდეს საზოგადოების მხარდაჭერა. თუკი რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაში, ყველაფრის მხარდამჭერები არიან, ვიცით, საიდან მოდის გარედან თავსმოხვეული პროცესები, რომელთა ნაწილი ისინი არიან. მზად არიან, ცალ ფეხზე დგომით ყველაფერი შეასრულონ. ცხადია, ამ ყველაფერს ქართველი ხალხი კარგად ხედავს, ანალიზს აკეთებს, აფასებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)