15:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-17 10:41:03, 1830 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი შიო III ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მრევლი დღეს, 2014 წელს ილია მეორეს მიერ დაწესებულ "ოჯახის სიწმინდის" დღეს აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით, პატრიარქი შიო III სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

სამებაში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ წირვას ესწრებიან პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი. საქართველოში გუშინ ჩამოვიდა მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაციაც

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დილის 11:00 საათზე ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები, როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. მართლმადიდებელი სასულიერო პირები მსვლელობას 2014 წლიდან მართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics