|
2026-05-15 17:26:34, 6430 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სხდომის ფარგლებში, "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგას ანდრი სიბიჰას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა ბოლო პერიოდში უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული კომუნიკაციების შემდგომ ნაბიჯს. „შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პოზიციებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. მხარეებმა დაადასტურეს დიპლომატიური ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობა და დიალოგის გაგრძელების მზაობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ბოჭორიშვილმა კიდევ ერთი შეხვედრა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ, ქსავიე ბეტელთან გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს, რეგიონში და საქართველოში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა ეკონომიკური განვითარების კუთხით საქართველოს პროგრესი და ამ მიმართულებით არსებული პრიორიტეტები. ხაზი გაესვა საქართველოს როლს და პერსპექტივებს დაკავშირებადობის კონტექსტში. საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. მხარეებმა განიხილეს მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. ის ასევე შეხვდა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარკო ჯურიჩს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დინამიკაზე. ასევე, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)