17:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-07 14:15:21, 1875 ნახვა

პოლიტიკა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.

სასამართლო პროცესი დახურული იყო, რადგან საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] განცხადებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად ჩატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უძილაური ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო. ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პოსტი ეკავა.

სამთავრობო პროპაგანდისტული რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, რომ "უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა". ტაბულას სუს-მა აღნიშნულ შეკითხვაზე არ უპასუხა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics