16:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-01 20:37:39, 3343 ნახვა

სამართალი
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

დღეს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მწერალ ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი ფეისბუქპოსტის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ლოხიშვილი 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში აკრიტიკებდა პოლიციელების ქცევას მოტოციკლეტებთან დაკავშირებით, ხოლო ქართულ ოცნებაზე წერდა, რომ არის "არათუ პოლიტიკური პარტია, არამედ ტერორისტული ორგანიზაცია."

ფედერალისტები მწერალ ბექა ლოხიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურებიან. პარტიის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, ნორმად აქციოს ვითარება, სადაც გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა კრიმინალად ითვლება. 

"ივანიშვილის რეჟიმმა ფეისბუქპოსტის გამო მწერალ ბექა ლოხიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ივანიშვილი ცდილობს ქართველებს წაგვართვას ბუნებითი უფლებები და ჩაკლას თავისუფლება, რომელსაც საქართველოს ჰიმნით განვადიდებთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics