|
2026-04-24 23:18:14, 6550 ნახვა
პოლიტიკა
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
"ძლიერმა საქართველო - ლელომ" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქვყანაში ავტორიტარიზმია დამყარებული, სადაც მოქალაქეებს თავისუფალი აზრის გამოხატვა ეკრძალებათ, ხელისუფლება ბიზნესს უკრძალავს თავისუფალ სამოქალაქო აქტივობას და პოლიტიკური პოზიციის საჯაროდ გამოხატვისთვის სადამსჯელო ზომებს უწესებს, ემიგრანტებს კი ხელს უშლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. განცხადების მიხედვით, ლელო ძლერი საქართველოს პოზიციით ივანიშვილს მსგავსი მიდგომებით სურს ქვეყანა, სადაც დუმს ყველა - მოქალაქეც, ბიზნესიც და სრულიად საზოგადოება. "ბიზნესმენებს საქართველოში უკვე თავისუფალი აზრის გამოხატვა ეკრძალებათ, მოქალაქეებს ტროტუარზე დგომა, ხოლო ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა - ეს რეალობა დააყენა ოლიგარქმა ივანიშვილმა, რომელმაც დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 35 წლის თავზე ქვეყანაში ავტორიტარიზმი დაამყარა. უკვე ძალაშია შესული რეპრესიული კანონი, კერძოდ კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მეწარმე სუბიექტებს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებას ართმევენ, რაც კიდევ ერთ რეპრესიულ მექანიზმს წარმოადგენს, რომლითაც რეჟიმი ცდილობს ბიზნეს საზოგადოებაზე სრული კონტროლის დამყარებას. როდესაც ხელისუფლება ბიზნესს უკრძალავს თავისუფალ სამოქალაქო აქტივობას დ აპოლიტიკური პოზიციის საჯაროდ გამოხატვისთვის სადამსჯელო ზომებს უწესებს, ეს აღარ არის სამართლებრივი რეგულაცია, ეს არის რეპრესია, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესის გაჩუმებას და თავისუფალი, კრიტიკული სივრცის ტოტალურ ჩახშობას. ივანიშვილს სურს ქვეყანა, სადაც დუმს ყველა - მოქალაქეც, ბიზნესიც და სრულიად საზოგადოება. მიღებული რეპრესიული ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი ისედაც მყიფე დემოკრატიას რეპრესიული მმართველობით ანაცვლებს. პირველი სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება იყო, შემდეგ ემიგრანტებს შეუზღუდეს საარჩევნო უფლება, ახლა კი რიგში ბიზნესია. ეს არის აქტიური საზოგადოების დემონტაჟის მცდელობა, რადგან ბიზნესი არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ თავისუფალი საზოგადოების საყრდენია. მისი დაშინება და პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება კი ავტორიტარული რეჟიმების ხელწერაა. „ძლიერი საქართველო - ლელო“ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ქართველ მეწარმეებს და ვაცხადებთ: თუ რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმის ჩახშობას, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ! თუ მათ დუმილს აიძულებენ, ჩვენ მათ ნაცვლად ვილაპარაკებთ!", - ნათქვამია განცხადებაში.
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)