18:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-22 10:10:18, 1363 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილმა, ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში, მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა.

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა უმასპინძლა.

გამოფენა საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გაიმართა.  პავილიონებში წარმოდგენილი იყო თემატური ექსპოზიციები როგორიცაა:  წყალი, ხელოვნური ინტელექტი და ჭკვიანი ქალაქი, ნარჩენების მართვა, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, მწვანე მშენებლობა და სხვა.

ყაველაშვილთან  ერთად მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics