|
2026-04-21 12:22:05, 5296 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
გახშირდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურალობაზე განზრახ ან მართლაც დილეტანტობით, არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებას პერმანენტულად მიაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერი სიახლის შესახებ. „უკანასკნელი დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღების საგნად იქცა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურალობასთან დაკავშირებული საკითხები. ეს უმძიმესი დაავადება, დიდი ხანია, ჩვენი სამინისტროს ყურადღების ცენტრშია და მიმდინარეობს მუშაობა იმ საკითხების შესასწავლად, რაც აუცილებელია გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს არის მედიკამენტის უსაფრთხოება და ეფექტიანობა. მიუხედავად იმისა, რომ, თავად პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არ არის საკითხი, რომელზეც გამართლებულია ღიად, საჯაროდ საუბარი, მაინც ვალდებულებად მიგვაჩნია, საკითხის ირგვლივ საზოგადოებას საჯაროდ მივაწოდოთ ინფორმაცია. თემის საკითხის პოლიტიზების მიზნით, მაგალითად, ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის სპეციალისტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან გახშირდა განზრახ ან მართლაც დილეტანტობით, არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება, რომლის პოპულარიზაციაზეც ზრუნავენ პოლიტიკურად ან კომერციულად მიკერძოებული სუბიექტები. ჩვენ ყველაფრის ღიად თქმისგან კვლავ შეგნებულად შევიკავებთ თავს, მაგრამ საზოგადოებას მოვახსენებთ იმას, რისი თქმის უფლებაც ამ ეტაპზე გვაქვს. მიუხედავად ამ თემაზე გამართულ ერთ-ერთ ბოლოდროინდელ შეხვედრაზე დაფიქსირებული ხისტი პოზიციისა, ან წამალი, ან არაფერი, ჩვენ უწყვეტად განვაგრძობთ მუშაობას პაციენტთა ნაწილთან და მათი ოჯახის წევრებთან, ვისთვისაც აღნიშნულს მიღმაც მნიშვნელოვანია სხვა ყოველდღიური საჭიროებები. ასევე ვემუშავებით დარგის სპეციალისტებს. სამინისტრო ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას მკურნალობის ეფექტიანობის გასაზრდელადაც და ყველა სხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. რამდენადაც ინტერესი მაღალია, ამიერიდან საზოგადოებას პერმანენტუალად მივაწვდით ინფორმაციას ნებისმიერი სიახლის შესახებ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)