16:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-21 12:04:35, 5214 ნახვა

სამართალი
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, სხვადასხვა მაღაზიათა ქსელიდან თანხის გატაცების ფაქტებზე პოლიციამ 2009 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ს. დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანამზრახველთან ერთად წინასწარი შეთანხმებით შედიოდა მაღაზიებში, საიდანაც ძალის გამოყენებით ჯამში 6 000 ლარამდე თანხა გაიტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა მტკიცებულების სახით ამოიღეს სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. პოლიცია ამ დროისთვის აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics