|
2026-04-13 14:25:57, 7435 ნახვა
პოლიტიკა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
ძლიერი საქართველო-ლელო უნგრეთის ოპოზიციის ლიდერს, პეტერ მადიარის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. "გილოცავთ უნგრეთის დაბრუნებას ევროპაში. ძლიერი საქართველოს სახელით მსურს მივულოცო პეტერ მადიარს, სრულიად უნგრელ ერს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც 16 წლის განმავლობაში ელოდა ამ დღეს. დღეს, როდესაც გაიმარჯვებდა უნგრელი ხალხის დემოკრატიული ნება და დასრულდებოდა ორბანის რეჟიმი. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნგრეთმა იზეიმა, გაიმარჯვა და დაუბრუნდა თავისუფალი ევროპის წიაღს. გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ავტოკრატიული რეჟიმებიც სრულდებიან არჩევნების გზით. გუშინ უნგრელმა ხალხმა არჩევნებში ტრიუმფალურად დაასრულა რეჟიმი, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი, ნიჭიერი და გავლენიანი იყო ვიდრე არის ქოცური ოცნება. სრული უთანასწორობის, ერთ პარტიაზე მორგებული სახელმწიფო აპარატის, წინასწარ გაყალბებული სისტემის, კოლოსალური ადმინისტრაციული რესურსის, პრივატიზებული კონსტიტუციის, კორუფციულად მიტაცებული ათობით მილიარდის და სრული მედიამონოპოლიის მიუხედავად, ორბანის რეჟიმი იქნა სასტიკად განადგურებული, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რადგან არცერთი სისტემა არ არის ურღვევი. ვერცერთი გაყალბებული სისტემა ვერ აღუდგება წინ ხალხის ნებას, როდესაც მოქალაქეები მასობრივად დაუპირისპირდებიან რეჟიმს არჩევნებში. რადგან შეუპოვრობას, გამბედაობას და დემოკრატიული ღირებულებების რწმენას შეუძლია დაძლიოს შიში და მანიპულირება." - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე. პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ დომინოს პრინციპით მალე იგივეს ვიხილავთ საქართველოში. მისი აზრით, უმთავრესი გაკვეთილი არის ის, რომ არჩევნების ბოიკოტის მაგივრად, საჭიროა ბრძოლაში შესვლა. "უნგრელი ერის დაბრუნება ევროპაში არის მოსკოვის პირდაპირი მარცხი. დომინოს პრინციპით ჩვენ სულ მალე იგივეს ვნახავთ სლოვაკეთში, ჩეხეთში, სერბეთში და, რა თქმა უნდა, საქართველოში, სადაც კორუმპირებული რუსული სატელიტი, ქართველების თავს იძულებით მოხვეული ანტიქართული რეჟიმი დღემდე განაგრძობს ჩვენი ქვეყნის კორუფციაში ჩახრჩობას და რუსიფიკაციას. გუშინ უნგრელმა ხალხმა დაასრულა ქოცების ერთადერთი პარტნიორი ევროპაში და სულ მალე მის სატელიტურ რეჟიმს დაასრულებს ქართველი ხალხი. საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა უნდა ისწვლონ მნიშვნელოვანი გაკვეთილი მადიარის ბრძოლიდან, რომელმაც გაყალბებულ სისტემაში უსამართლობასთან შეგუებას არჩია რთული ბრძოლა და ნაცვლად არჩევნების ბოიკოტირებისა ან ყურის ჩამოყრისა, შევიდა სრულიად უთანასწორო ბრძოლაში და მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ, დემოკრატიული ოპტიმიზმი საარჩევნო ნიჰილიზმის მაგიერ, პოლიტიკის დაბრუნება ხალხისთვის და მისი ჩაყენება ადამიანების სამსახურში - ეს იყო, არის და იქნება ძლიერი საქართველოს მთავარი რწმენა ჩვენს ბრძოლაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ." - თქვეს ბრიფინგზე.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)