|
2026-04-02 18:42:58, 4695 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ მომხმარებლისთვის შექმნილი საბანკო გამოცდილებისთვის ზედიზედ მესამედ Euromoney-ს ჯილდო მოიპოვა
საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ, მომხმარებლისთვის შექმნილი საბანკო სერვისებისა და პროდუქტებისთვის ზედიზედ მესამედ Euromoney-ს ჯილდო მოიპოვა. ამჯერად, გამომცემლობამ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში მომხმარებლებისთვის შექმნილი სერვისებისთვის. გამომცემლობის განმარტებით, ფინანსური ინსტიტუტის მიერ მოპოვებული აღიარება განპირობებულია ბანკის მიერ მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტებისა თუ სერვისების შექმნით, ციფრული ტრანსფორმაციით, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებითა და მაღალი დონის პერსონალიზებული მომსახურებით. „საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების მხრიდან მომხმარებლებისადმი პერსონალიზებული მიდგომა დაფუძნებულია მომხმარებლების ჩაღრმავებულ ინტერვიუებზე, რომელთა მეშვეობით ხდება მათი საჭიროებებისა და ინტერესების გამოვლენა. მათზე დაფუძნებით კი ბანკის მიერ ხორციელდება მომხმარებელთა პორტფელების მიზნობრივი მართვა, რაც ხელს უწყობს კლიენტთა კმაყოფილების სტაბილურად მაღალი დონის შენარჩუნებას”, - აღნიშნულია Euromoney-ს გამომცემლობის განცხადებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ Euromoney-სგან მეორე ჯილდოც მიიღო. გამომცემლობამ Bank of Georgia Wealth პრემიუმ მომხმარებლებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. “უკვე მესამე წელია Euromoney-ისგან ასეთ მაღალ შეფასებას ვიღებთ, რაც ადასტურებს, რომ პრემიალური საბანკო მომსახურების მიმართულებით ლიდერის პოზიციას საქართველოში არა მხოლოდ ვინარჩუნებთ, არამედ სისტემურად ვაძლიერებთ. ეს ჩვენთვის არის როგორც საერთაშორისო აღიარება, ისე მკაფიო სიგნალი, რომ სწორ სტრატეგიულ მიმართულებას მივყვებით. ჩვენი წარმატების საფუძველი არის მომხმარებელზე უკომპრომისო ფოკუსი — მისი საჭიროებების ცოდნა, მაღალი ხარისხის პერსონალიზებული მიდგომა და დივერსიფიცირებული საინვესტიციო შესაძლებლობები. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის — სწორედ ეს ნდობა გვაძლევს საშუალებას, არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ გავზარდოთ ჩვენი პოზიცია ბაზარზე. ამ შედეგის უკან დგას ძლიერი გუნდი — ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან იმ გამოცდილებას, რაც ჩვენს მომხმარებელს ჩვენთან აკავშირებს. სწორედ მათი პროფესიონალიზმი და ერთობლივი ძალისხმევა არის ჩვენი მდგრადი წარმატების საფუძველი. დარწმუნებული ვართ, რომ ინოვაციებზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ორგანიზაციულ სიძლიერეზე დაყრდნობით, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას და შევქმნით გრძელვადიან ღირებულებას ჩვენი მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნავს თეონა ბერია, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, უკვე 20 წელზე მეტია, Euromoney-ს ჟიური ყოველწლიურად საუკეთესო პრემიუმ საბანკო სერვისებისა და მომსახურების მიმწოდებელ ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს მთელი მსოფლიოდან. მკვლევრები და გამომცემლობის რედაქციის წევრები კი საუკეთესო შედეგის მქონე ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებენ. თითქმის 20 წელია, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ყოველდღიურად ზრუნავს საკუთარი მომხმარებლებისთვის ინოვაციური, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შექმნაზე.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)