|
2026-03-26 11:20:55, 2059 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკი თეატრალური სივრცის, „თოჯინების სახლის“ გენერალურ სპონსორობას განაგრძობს
ბაზისბანკი, ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი სტრატეგიის ფარგლებში, განაგრძობს მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე „თოჯინების სახლის“ გენერალურ სპონსორობას. აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე თეატრალური ტენდენციების დანერგვასა და თოჯინური ხელოვნების პოპულარიზაციას ყველა თაობის მაყურებელში. „თოჯინების სახლი“ წარმოადგენს სრულიად განსხვავებული კონცეფციის თეატრალურ გარემოს, სადაც კლასიკური და თანამედროვე დრამატურგიის პერსონაჟები თოჯინებისა და საგნების სახით ცოცხლდებიან. ვიზუალური დეტალების მხატვრული დამუშავება და საგნების თეატრის ელემენტები ქმნის უნიკალურ ესთეტიკას, რომელიც თანაბრად შთამბეჭდავია როგორც მოზარდი, ისე უფროსი თაობის მაყურებლისთვის. დამოუკიდებელი თეატრალური სივრცის შექმნის იდეა და ინიციატივა რეჟისორ ნიკა საბაშვილს ეკუთვნის. მისი მიზანია, თეატრი პასუხობდეს თანამედროვეობის აქტუალურ თემებს და გამოირჩეოდეს მაღალმხატვრული ღირებულებით. გარდა სპექტაკლებისა, „თოჯინების სახლი“ მასპინძლობს შემოქმედებით საღამოებს და სალონურ შეხვედრებს, რაც მას მნიშვნელოვან კულტურულ ჰაბად აქცევს. „ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნიან ახალ კულტურულ ღირებულებებს. „თოჯინების სახლი“ სწორედ ასეთი სივრცეა — ინოვაციური, მრავალმხრივი და საგანმანათლებლო. ჩვენი თანამშრომლობა მიზნად ისახავს ხელოვნების ამ დარგის განვითარებასა და იმ შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეწყობას, რომელსაც ნიკა საბაშვილი და მისი გუნდი სთავაზობს საზოგადოებას,“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა. ბაზისბანკისა და „თოჯინების სახლის“ პარტნიორობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. ბანკის მხარდაჭერით, თეატრმა შეძლო რეპერტუარის გამრავალფეროვნება და არაერთი ექსპერიმენტული დადგმის განხორციელება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული თოჯინური ხელოვნების განვითარებისთვის. ბაზისბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მხარდამჭერია. ბანკი ასევე არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ახმეტელის თეატრის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და თოჯინების თეატრების გაერთიანების გენერალური სპონსორი.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)