20:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-15 20:43:14, 4388 ნახვა

პოლიტიკა
ანტიამერიკული და ანტიისრაელური განცხადებები საქართველოში, ტრამპის სისხლიანი ხელები ბანერებზე

მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ალ ყუდსის დღესთან დაკავშირებით ახუნდმა რასიმ მამედოვმა, რომელიც ასევე ფონიჭალის მეჩეთ "აჰლი ბეითის" ხელმძღვანელია, ქადაგება წარმოთქვა და განაცხადა, რომ ისრაელის დედაქალაქი, იერუსალიმი, "მუსლიმებს ეკუთვნის".

ქადაგების დროს მეჩეთში ასევე გამოტანილი იყო პროპაგანდისტული პოსტერი, წარწერით "შეწყვიტეთ ბავშვების მკვლელობა!", რომელზეც ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლში გასვრილი ხელებით არიან გამოსახულნი.

"ამ კვირას, ქადაგება იმამ ალის (ა) მეჩეთში იყო პატივსაცემი იმამ პარასკევს ჰაჯი რასიმ მამედოვი.ამ კვირის მთავარი ქადაგება უკავშირდებოდა „იერუსალიმის“ დღეს, ვინაიდან ეს იყო რამადანის მადლიანი თვის ბოლო პარასკევი. ჰაჯიმ იერუსალიმისა და იერუსალიმის დღის შესახებ ინფორმაციის მიცემით ხაზი გაუსვა იერუსალიმის დღის შექმნას, იერუსალიმის დაპყრობას და რომ ის მუსლიმებს ეკუთვნით." - წერია ფოტოებზე დატანილ ინფორმაციაზე.

 3 მარტს, საღამოს ლოცვის შემდეგ, მეჩეთში აიათოლა ალი ხამენეის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მეჩეთის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შეკრებას მარნეულისა და მიმდებარე რეგიონებიდან მოსული უამრავი მორწმუნე დაესწრო.

განცხადების თანახმად, სასულიერო პირებმა მრევლს ქადაგებით მიმართეს და სამგლოვიარო გალობები შეასრულეს.

მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთი 1739 წელს აშენდა და საბჭოთა მმართველობის პერიოდში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა, საბოლოოდ კი ფაქტობრივად ამორტიზირებული იყო, სანამ 1998 წელს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და დაფინანსებით საკულტო ნაგებობის აღდგენა არ განხორციელდა.  იმამ ალის მეჩეთში რელიგიური საქმიანობა 2000 წელს განახლდა.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics