|
2026-03-14 14:15:01, 3074 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი: გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 430 დრონი და 68 რაკეტა გაუშვა
გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 430 დრონი და 68 რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „რუსების მთავარი სამიზნე კიევის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, პირდაპირი დარტყმები იყო საცხოვრებელ შენობებზე, სკოლებსა და სამოქალაქო საწარმოებზე. ბოლო მონაცემებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა“, - წერს ზელენსკი X-ზე. მისი თქმით, „რუსების მსგავსი დარტყმები პარტნიორებისთვის შეხსენებაა იმისა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები ყოველდღიური საჭიროებაა“. „რუსეთი შეეცდება ახლო აღმოსავლეთში ომი გამოიყენოს, რათა აქ, ევროპაში, უკრაინაში კიდევ უფრო მეტი ნგრევა გამოიწვიოს. ამიტომ, შესაბამისად უნდა მოვემზადოთ. ევროპამ საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოება უნდა განავითაროს, კერძოდ ისეთის, რომელსაც ბალისტიკური საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. ევროპას ამ დონეზე დაცვის უზრუნველყოფა შეუძლია“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)