20:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-10 13:30:47, 2837 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპის თქმით, ირანთან ომი ძალიან მალე დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედება „პატარა ექსპედიციად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ოპერაციამ „ბევრად უფრო სწრაფად მიაღწია შედეგს, ვიდრე მოსალოდნელი იყო“.

ტრამპმა კომენტარი გააკეთა იმ ფონზე, როდესაც ირანთან ომის გამო ნავთობის ბაზარზე ძლიერი მერყეობა დაიწყო და ფასები ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა. მისი განცხადებების შემდეგ ნავთობის ფასი შედარებით შემცირდა და ბარელზე 90 დოლარზე დაბლა დაეშვა.

ამასთან, პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, როდის დასრულდება სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. მან განაცხადა, რომ ომი „ძალიან მალე“ დასრულდება.

ტრამპის თქმით, სამხედრო კამპანია წარმატებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics