|
2026-03-04 14:20:19, 1092 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების პარლამენტმა გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა
ქართული ოცნების პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონში გამკაცრებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. რეჟიმის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცვლილებებს ქართული ოცნების 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა გიორგი გახარიას პარტიის 9 წევრმა მისცა. *** ქართული ოცნების რეჟიმი გრანტების კანონს ამკაცრებს. ეს ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, 28 იანვარს გახდა ცნობილი. ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე ჩამოთვალა ცვლილებები, რომელიც კანონში შეაქვთ. ის ამტკიცებს, რომ ცვლილებები შეაქვთ "ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად". ამასთან, რეჟიმი გრანტების კანონის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან 6-წლამდე პატიმრობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)