|
2026-03-04 09:55:35, 1644 ნახვა
მსოფლიო
Axios: არაბთა გაერთიანებული საემიროები ირანის სარაკეტო ობიექტებზე დარტყმების განხორციელებას განიხილავენ
არაბთა გაერთიანებული საამიროები განიხილავს სამხედრო დარტყმებს ირანის სარაკეტო პოზიციებზე, მისი ტერიტორიის მასიური დაბომბვის საპასუხოდ, იტყობინება Axios, დისკუსიებთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით. „არაბთა გაერთიანებული საამიროები განიხილავს ირანის წინააღმდეგ აქტიური თავდაცვითი ზომების მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არანაირად არ იყვნენ ჩართულნი ომში, მათ მაინც 800-ჯერ დაარტყნენ“, - განმარტა წყარომ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ უგულებელყოფს თავდაცვის პოზიციის გადახედვის აუცილებლობას ასეთ ვითარებაში. ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მხრიდან ყველაზე მეტ თავდასხმას განიცდიან - ისრაელზე მეტსაც კი, იტყობინება Axios. არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს 3 მარტს გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანმა ქვეყნის მიმართულებით 186 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა: 172 ჩაჭრეს, 13 ზღვაში ჩავარდა და ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე დაეცა. ირანმა ასევე 812 დრონით თავდასხმა განახორციელა არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ, რომელთაგან 755 ჩაჭრეს და 57 სამიზნეს მიაღწია. თავდასხმების შედეგად სამი უცხოელი დაიღუპა და დაახლოებით 70 დაშავდა. თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები „იტოვებს სრულ უფლებას, უპასუხოს ამ ესკალაციას და მიიღოს ყველა საჭირო ზომა თავისი ტერიტორიის, მოქალაქეებისა და მაცხოვრებლების დასაცავად“.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)