21:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-03 15:14:53, 1308 ნახვა

პოლიტიკა
IAEA ადასტურებს ნათანზის ბირთვულ ობიექტზე აშშ-ისა და ისრაელის იერიშს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ადასტურებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ბოლო სერიული დარტყმების შედეგად ნათანზის ქალაქში მდებარე ბირთვული ობიექტის რამდენიმე შენობა დაზიანდა.

თავდაპირველად ინფორმაცია, რომ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციების სამიზნე ნათანზის ბირთვული ობიექტი გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელჩმა, რეზა ნაჯაფიმ გაავრცელა. დიპლომატმა თქვა, რომ დარტყმების ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე კვირას განხორციელდა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გააანალიზა მიღებული სატელიტური ფოტოები და დაადგინა, რომ დაზიანებულია შენობები, რომლებიც მიწისქვეშა ურანის გამდიდრების ქარხნის შესასვლელთან მდებარეობს.

ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ "რადიაციის გავრცელების თვალსაზრისით რაიმე შედეგი მოსალოდნელი არ არის".

სააგენტო X-ზე წერს, რომ თავად ქარხანას დამატებითი დაზიანება არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ზაფხულში აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ნათანზის ურანის გამდიდრების ქარხანა მნიშვნელოვნად დაზიანდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics