21:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 16:29:08, 1155 ნახვა

მსოფლიო
კანადაში თვითმფრინავის ჩამოვარდას 7 ადამიანი ემსხვერპლა

კანადაში მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იტყობინება.

მედია საშუალების ცნობით, ბორტზე კანადის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი ჟან ლაპიერი იმყოფებოდა. პოლიტიკოსთან ერთად ბორტზე მისი მეუღლე, და, და ორი ძმა იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი დაიღუპა. ყოფილი მინისტრი მეუღლესა და და-ძმასთან ერთად მამის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მიემგზავრებოდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინციდენტი ძლიერი ქარისა და თოვის გამო მოხდა, თუმცა ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ინციდენტის ადგილას სპეციალური სამსახური მუშაობს და კატასტროფის მიზეზებს არკვევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics