|
2026-02-23 13:31:13, 20973 ნახვა
Lifestyle
საქართველოში დაბადებულ რუს რეპერს, გიო პიკას, ლიეტუვაში შესვლა აუკრძალეს
ლიეტუვამ რეპერ გიო პიკას (ნამდვილი სახელი და გვარი გეორგი ჯიოევი), რომელიც ვილნიუსში კონცერტს გეგმავდა, ქვეყანაში შესვლა 2031 წლის 19 თებერვლამდე აუკრძალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის „ქართველ შემსრულებლად“ იყო მოხსენიებული, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში დაზუსტდა, რომ ჯიოევი რუსეთის მოქალაქეა. „საგარეო საქმეთა მინისტრის კესტუტის ბუდრიშის წინადადებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ასევე „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ლიეტუვის რესპუბლიკის კანონის 133-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებისა და ლიეტუვის რესპუბლიკაში შესვლა აკრძალული უცხოელების ეროვნული სიის შედგენისა და მართვის წესების შესაბამისად, მიმდინარე წლის 19 თებერვალს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადისლავ კონდრატოვიჩმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც რუსეთის მოქალაქე გეორგი ჯიოევს ლიეტუვის რესპუბლიკაში შესვლა 2031 წლის 19 თებერვლამდე აუკრძალა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიგრაციის დეპარტამენტს დაევალა ზემოაღნიშნული მოქალაქის ლიეტუვაში შესვლა აკრძალული უცხოელების საჯარო სიაში შეყვანა. ვილნიუსის მერმა ვალდას ბენკუნსკასმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, არ დაუშვას არტისტის შესვლა. მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააფიქსირა მინიმუმ შვიდი შემთხვევა, როდესაც რეპერმა რუსეთში გამოსვლა კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაადასტურა. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვა, არტისტის ლიეტუვაში შესვლა აეკრძალა. არტისტი ვილნიუსში 21 მარტს, პრამოგო არენაზე უნდა გამოსულიყო. Delfi-ს ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არტისტი „დაიბადა ოსეთის რეგიონში, რომელიც ომის დროს ოკუპირებული იყო და შესაბამისად, არ შეიძლება ასოცირებული იყოს რუსეთის პოლიტიკურ, კულტურულ ან იდეოლოგიურ სივრცესთან“. ორგანიზატორებმა ასევე წარმოადგინეს იგი, როგორც „საქართველოდან ჩამოსული არტისტი, რომელიც ევროპაში, აზიასა და შეერთებულ შტატებში მოგზაურობს“. სარეკლამო მასალებში ნათქვამი იყო, რომ შემსრულებელი საჯაროდ აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას, გამოდიოდა ომის წინააღმდეგ და თავის შემოქმედებაში ომის საწინააღმდეგო პოზიციას უსვამდა ხაზს. 2025 წლის დეკემბრის ბოლოს გიო პიკამ ვარშავაში კონცერტი გამართა და უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა გამოხატა, მათ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. „ვოტ ტაკის“ ცნობით, მის მიმართვაში არანაირი პოლიტიკური განცხადება არ იყო, თუმცა ერთ-ერთმა ოსურმა საჯარო გვერდმა გიოევისთვის რუსეთში შესვლის აკრძალვა შესთავაზა. გიო პიკა ცნობილი რუსი რეპერია, რომელიც კრიმინალური მიმართულების სიმღერებს წერს. ღია წყაროების თანახმად, ის თბილისში დაიბადა და 1990-იან წლებში ჯერ ჩრდილოეთ ოსეთში, შემდეგ კი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. გიო პიკა ხშირად სტუმრობს საქართველოს: მისი Instagram-ის პოსტიდან ჩანს, რომ ის წელს, 15 აგვისტოს, კონცერტს კონცერტს გამართავს ბათუმში. მას ასევე დაგეგმილი აქვს წარმოდგენები კიშინიოვში, პრაღასა და ერევანში.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)