22:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-13 17:12:34, 793 ნახვა

პოლიტიკა
პროკურორი: ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ საერთაშორისო ძებნაზე შესაბამის ორგანოს უკვე მიმართეს

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორის, ბრალდებულ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საერთაშორისო ძებნაზე შესაბამისი ორგანოსთვის მიმართულია.

თუმცა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, ქვეყანას კი, რუსეთთან სამართლებრივი ურთიერთობა არ აქვს, რის გამოც, ვეფხვაძის თქმით, საერთაშორისო ორგანოს მიმართეს.

ცნობისთვის, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს ძმებ გიორგი და დავით მიქაძეების, ასევე გიორგი ჯოხაძის საქმის განხილვა. მათ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics