16:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-12 19:02:47, 9574 ნახვა

კომენტარი
გეგელია - საქართველოს ხელისუფლება იზიარებს ჰეზბოლასა და ჰამასის ღირებულებებს

„საქართველოს ხელისუფლება გახდა იმ ავტოკრატიების მოკავშირე, რომლებიც „ვარშავასა და ლონდონზე მეტად იზიარებენ ჰეზბოლასა და ჰამასის ღირებულებებს“, - განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო ურთიერთობების მდივანმა გრიგოლ გეგელიამ, როდესაც კომენტირება გაუკეთა თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, მთაწმინდის ტელეანძა ირანის ეროვნული დროშის ფერებში გაენათებინა.

„სიმბოლურია, რომ დღეს თბილისს ავტოკრატიული ირანის დროშის ფერები აანთებს. რეჟიმის, რომელმაც სულ რამდენიმე დღეში ათასობით ადამიანი მოკლა და ათიათასობით დააპატიმრა. ეს საუკეთესოდ ასახავს საქართველოს დაღმავალ სპირალს.

იყო დრო, როდესაც თბილისს რეგიონში თავისუფლების ცენტრი წარმოადგენდა, რომელსაც იმედით უყურებდნენ სხვადასხვა ავტოკრატიის მიერ დევნილი ადამიანები. თუმცა, რუსეთს მომსახურე რეჟიმმა ამ მხრივაც მთლიანად გაანადგურა საქართველოს რეპუტაცია. საქართველო გახდა იმ ავტოკრატიების მოკავშირე, რომლებიც ვარშავასა და ლონდონზე მეტად იზიარებენ ჰეზბოლასა და ჰამასის ღირებულებებს.

„მთავარია ქართული ღირებულებებისა და ტრადიციების სრული დეგრადაცია, ამ ერის ისტორიული, ცივილიზაციური და საგარეო პოლიტიკური ვექტორის სრული უარყოფა.

რა გზავნილს უგზავნის ეს იმ ირანელებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან თავისუფლებისთვის? რას ეუბნება ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და მთელ ცივილიზებულ საზოგადოებას?“ - განაცხადა გეგელიამ.

შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს, თბილისის ტელეანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. ამ დღეს ირანმა 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავი აღნიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics