|
2016-03-29 17:59:10, 1189 ნახვა
მსოფლიო
სავჩენკო: პოლიტიკოსების „სავაჭრო საქონელი“ არ გავხდები
უკრაინელი მფრინავი ნადია სავჩენკო არ აპირებს იყოს პოლიტიკოსებს შორის „სავაჭრო საქონელი“ და საკუთარი ბედის გადაწყვეტას თავად გეგმავს. ამის შესახებ სავჩენკომ საკუთარ წერილში დაწერა, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დღეს მისმა ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა, განათავსა. „სასამართლო არის ფარსი, განაჩენი - ბლეფი. ვაჭრობა მოხდება. ყველა შეეცდება, ჩემით მიიღოს, რაც შეიძლება მეტი და დაელოდება მოსახერხებელ მომენტს, რათა საკუთარი ქულები არ დაეკარგოს. მე პოლიტიკოსების „სავაჭრო საქონელი“ არ გავხდები, ამიტომ ჩემს ბედს გადავწყვეტ თვითონ. ამიტომ პოლიტიკოსებს ვურჩევ, არ ივაჭრონ ჩემით, არამედ მიაღწიონ შეთანხმებას, რადგან ჩემი სიკვდილით ვერვინ მოიგებს. ჩემით შეიძლება, დაიწყოს გზა მშვიდობისკენ, ან ომისკენ,“ - წერს სავჩენკო. ნადია სავჩენკო დარწმუნებულია, რომ მასზე ზეწოლა გაძლიერდება, თუმცა გამოთქვამს მზადყოფნას, გაუძლოს მას. ასევე თავის წერილში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 6 აპრილიდან მშრალი შიმშილობის გამოცხადებას გეგმავს. „შიმშილობას დავიწყებ 6 აპრილიდან და გამარჯვებამდე არ შევწყვეტ. აქედან გამოვალ პირდაპირ უკრაინაში და არავითარ კოლონიაში,“ - წერს სავჩენკო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)