17:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-01 18:52:02, 1205 ნახვა

სამართალი
ამრამი: საქართველოში დასასვენებლად ჩასულ 17 წლის ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ - ვიდეო

ისრაელელი ჟურნალისტი, დანიელ ამრამი წერს, რომ 31 იანვარს საღამოს საქართველოში დასასვენებლად ჩამოსულ ისრაელის 17 წლის მოქალაქეებს ერთ-ერთ სასტუმროში თავს დაესხნენ. 

ამრამი ახალგაზრდებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელები ყვიროდნენ: "თავისუფლება პალესტინას" და "ჰაილ ჰიტლერ". 

ამის შესახებ ამრამი სოციალურ მედიაში, მათ შორის, საკუთარ Telegram-არხზე წერს.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსული ახალგაზრდები ქვეყანაში 8 დღის განმავლობაში უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა გუშინდელი შემთხვევის შემდეგ სავარაუდოდ გეგმებს გააუქმებენ. 

ექსპრესნიუსი დეტალების გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა, უწყების მიერ ინფორმაციის მოწოდებისთანავე მასალა განახლდება. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics