|
2016-03-29 11:42:03, 1140 ნახვა
მსოფლიო
სამართალდამცავების ცნობით, კაპიტოლიუმთან მომხდარი ინციდენტი რიგითი კრიმინალური აქტი იყო
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მომხდარი ინციდენტი გახსნილია. ეჭვმიტანილი მამაკაცი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიაზე იარაღით შეიჭრა და უსაფრთხოების თანამშრომლის მისამართით ცეცხლის გახსნა სცადა, 66 წლის ტენესელი ლარი რასელ დოუსონი აღმოჩნდა. სპეც ოპერაციის შედეგად შეიარაღებული პირი დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინციდენტის დროს ერთი თვითმხილველი ქალიც მსუბუქად დაშავდა. კაპიტოლიუმში რამდენიმე საათით ევაკუაცია გამოცხადდა. სამართალდამცველები ტერორისტულ თავდასხმას გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ მომხდარი რიგითი კრიმინალური აქტი იყო. უსაფრთხოება ვაშინგტონში განსაკუთრებით გაძლიერებულია, რადგან ამერიკის დედაქალაქში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე დასასწრებად მსოფლიოს ლიდერებს ელოდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)