|
2016-03-29 11:28:20, 1192 ნახვა
მსოფლიო
ავიაკომპანია Egyptair-ის თვითმფრინავი გაიტაცეს - ბორტზე 81 მგზავრია
ეგვიპტეში უცნობმა პირმა ავიაკომპანია Egyptair-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი A-320 გაიტაცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, თვითმფრინავში გატაცების მომენტში 81 მგზავრი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც რეისს ალექსანდრიიდან კაიროში ასრულებდა, კვიპროსის ლარნაკის აეროპორტში დაეშვა. მათივე ინფორმაციით, გამტაცებელს "შაჰიდის ქამარი" უკეთია. მედია საშუალების ცნობით, მან თარჯიმანი და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მომხდართან დაკავშირებით კვიპროსში საგანგებოდ გაიხსნა ორი კრიზისული შტაბი. ეგვიპტეში გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე სულ მცირე ერთი შეიარაღებული პირი იმყოფება. Associated Press-ის ინფორმაციით, კვიპროსის ხელისუფლებამ ტერორისტთან მოლაპარაკებები დაიწყო. 20-მდე მგზავრმა თვითმფრინავი უკვე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)