|
2026-01-25 16:51:32, 1115 ნახვა
მსოფლიო
რუსები და უკრაინელები პირდაპირ, ამერიკელების გარეშეც შეხვდნენ ერთმანეთს - Axios
უკრაინელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა შეხვედრა გამართეს არა მხოლოდ სამმხრივ ფორმატში, არამედ ისინი პირდაპირ, ამერიკელების გარეშეც შეხვდნენ ერთმანეთს, – ამის შესახებ სტატიას Axios-ი ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აქვეყნებს. წყაროების ცნობით, შაბათს ამერიკელმა შუამავლებმა ერთობლივი შეხვედრები გამართეს რუს და უკრაინელ მომლაპარაკებლებთან, ხოლო რუსული და უკრაინული მხარეები ასევე შეხვდნენ პირდაპირაც. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორდღიანი მოლაპარაკებების დროს ყველა საკითხი განიხილეს – რუსეთის ტერიტორიული მოთხოვნები დონბასში, დავა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით და დეესკალაციის ნაბიჯები. „ყველაფერი განიხილეს. არცერთი საკითხი არ დაგვიტოვებია განხილვის მიღმა. დიდი პატივისცემა დავინახეთ, რადგან ისინი ნამდვილად ეძებდნენ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა. უკრაინელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით კი, მიუხედავად იმისა, რომ „მნიშვნელოვანი პროგრესი“ იქნა მიღწეული, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება და მისცემს თუ არა ის თავის მომლაპარაკებლებს შეთანხმების მიღწევის უფლებამოსილებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)