|
2026-01-21 18:12:13, 851 ნახვა
მსოფლიო
ტრამპს სურს გრენლანდიის შესყიდვაზე მოლაპარაკება - ეს ჩვენი ტერიტორიაა
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს გრენლანდიის შესყიდვაზე მოლაპარაკება. მისი თქმით, მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია კუნძულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „ეს უზარმაზარი, დაუცველი კუნძული რეალურად ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილია, დასავლეთის ნახევარსფეროს ჩრდილოეთ საზღვარზე. ეს ჩვენი ტერიტორიაა. როგორც ჩვენი ისტორიის განმავლობაში მრავალი ტერიტორია დავიმატეთ – ისე, როგორც მრავალი ევროპული ქვეყანა აკეთებდა – აქ არაფერია არასწორი.“ - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის პატივს სცემს გრენლანდიისა და დანიის ხალხს, მაგრამ ნატოს ყველა წევრს უნდა შეეძლოს თავისი ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა: „არც ერთ ქვეყანას ან ქვეყნების ჯგუფს არ შეუძლია გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეერთებული შტატების გარდა. ჩვენ დიდი ძალა ვართ“. ტრამპმა მაგალითად მეორე მსოფლიო ომი მოიყვანა, როდესაც „დანია გერმანიას მხოლოდ ექვსსაათიანი ბრძოლის შემდეგ დანებდა“. შემდეგ აშშ ჩაერია გრენლანდიის ტერიტორიის შესანარჩუნებლად. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ახლა აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია „ყველაფრის“ განადგურება ერთი რაკეტით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)