|
2026-01-21 17:55:09, 815 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპის ზოგიერთი ადგილი უბრალოდ ამოუცნობი გახდა
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპის ზოგიერთი ადგილი უბრალოდ ამოუცნობი გახდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. „საფრანგეთის მსგავსად... ევროპა არასწორი მიმართულებით მოძრაობს. მწვანე ენერგიასა და მასობრივ მიგრაციაზე ფოკუსირებამ ევროპას მძიმე დარტყმა მიაყენა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენი სამყაროს ბევრი კუთხე პირდაპირ ჩვენს თვალწინ ინგრევა, ხოლო ლიდერები ვერც კი ხვდებიან, რა ხდება, ხოლო ისინი, ვინც ხვდებიან, ამასთან დაკავშირებით არაფერს აკეთებენ. - განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ს პრეზიდენტმა შტატების შიდა საქმეებზეც ისაუბრა. "მსურს ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ მიაღწია შეერთებულმა შტატებმა თავის „ეკონომიკურ სასწაულს“. და როგორ შეუძლიათ აქ შეკრებილებს ეკონომიკის გაუმჯობესება ჩვენი მეთოდების მიბაძვით. მე მიყვარს ევროპა, მაგრამ ის არასწორი მიმართულებით მიდის. [...] მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი მასობრივი მიგრაცია. ევროპის ზოგიერთი ადგილი ამოუცნობი გახდა. ელექტროსადგურების დახურვის ნაცვლად, ჩვენ მათ ვხსნით. ჩვენ არაეფექტურ და წამგებიან ქარის წისქვილებს ვანგრევთ. ბიუროკრატების უფლებამოსილების მინიჭების ნაცვლად, ჩვენ მათ სამსახურიდან ვათავისუფლებთ - და ისინი კერძო სექტორში იმუშავებენ. ჩვენ დაახლოებით 270 000 ბიუროკრატი გავათავისუფლეთ." - განაცხადა ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)