|
2026-01-13 17:01:28, 1128 ნახვა
საზოგადოება
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ქალაქ ტაგანროგში დრონების საწარმოებელ ობიექტს თავს დაესხნენ
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ ტაგანროგში დრონების საწარმოებელ ობიექტზე იერიში მიიტანეს. უკრაინის სპეცსამსახურებმა, უკრაინის შეიაღარებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით, ქარხანა „ატლანტ აეროს“ დაარტყეს, რომელიც როსტოვის ოლქში მდებარეობს. დარტყმის შედეგად ძლიერი აფეთქებები მოხდა და ობიექტში ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის თანახმად, „ატლანტ აერო“ დაკავებულია „მოლნიის“ ტიპის მოიერიშე და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების, ასევე რუსეთის არმიისთვის განკუთვნილი „ორიონის“ უპილოტო საფრენი აპარატის კომპონენტების დიზაინის, წარმოებისა და ტესტირების სრული ციკლით. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქარხნის განადგურება შეამცირებს უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების მოცულობას და შეასუსტებს დამპყრობლების ტექნიკურ შესაძლებლობებს, ჩაატარონ სადაზვერვო და დარტყმითი ოპერაციები დრონების გამოყენებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)