|
2026-01-08 22:33:25, 831 ნახვა
პოლიტიკა
კოშტამ სიტყვით გამოსვლის დროს ევროკავშირის გაფართოებაზე ისაუბრა, თუმცა საქართველო არ ახსენა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ სიტყვით გამოსვლის დროს ევროკავშირის გაფართოებაზე ისაუბრა, თუმცა საქართველო არ ახსენა. გაფართოების კონტექსტში მან უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ახსენა. 'ამ მულტიპოლარულ სამყაროში, ევროკავშირის გაფართოება ნიშნავს უფრო ძლიერ, უსაფრთხო და მშვიდობიან ევროპას როგორც შინ, ისე საზღვრებს გარეთ. შემდეგი გაფართოება — უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით — გადამწყვეტია ჩვენი კავშირის, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშის გასაძლიერებლად. იმისათვის, რომ გაფართოება რეალობად ვაქციოთ, ჩვენ ერთდროულად ორ ფრონტზე უნდა ვიმოქმედოთ. პირველი — ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები კანდიდატ ქვეყნებში. მეორე — ევროკავშირი თავად უნდა მოემზადოს ახალი წევრების მისაღებად. უკრაინაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში, გაფართოების პროცესში პროგრესი განსაკუთრებით აქტუალურია მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა აისახოს უკრაინის მიერ გატარებული რეფორმების შთამბეჭდავი ტემპი. ევროკავშირში გაწევრიანება ცენტრალურია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმებისთვის — როგორც უკრაინის მომავალი კეთილდღეობისა და განვითარების მთავარი საფუძველი. თუმცა, 2026 წელი ასევე მნიშვნელოვანია მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანელი პარტნიორების გაწევრიანებისთვის. მაგალითად, მონტენეგროს შემთხვევაში, მომდევნო 12 თვეში შესაძლებელია მათი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათი გაწევრიანების ხელშეკრულების მომზადება თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან მალე დაიწყება", - თქვა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)