|
2026-01-08 15:42:38, 870 ნახვა
საზოგადოება
ღიად პრორუსული პარტიის ლიდერი ილია II-ს შეხვდა
ღიად პრორუსული პარტიის, სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი მამუკა ფიფია საქართველოს პატრიარქს, ილია II-ს შეხვდა. ამის შესახებ ფიფიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს. ფიფიას ინფორმაციით, ისაუბრეს "იმ საფრთხეების შესახებ რის წინაშეც დგას ქვეყანა". პოსტში ნათქვამია, რომ "გლობალისტები" ებრძვიან ქრისტიანობას და საქართველოს გადარჩენაში უდიდესი როლი ეკლესიას და პატრიარქს უკავიათ. "გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ჩემო მეგობრებო უფლის მადლი და შობის სასწაული მინდა ვუსურვო ჩვენს სამშობლოს, რადგან ეს ახლა ყველაზე ძალიან გვჭირდება მსოფლიო გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე. ვისაუბრეთ იმ საფრთხეების შესახებ რის წინაშეც დგას ქვეყანა და რა შეიძლება მოხდეს ჩვენი სამშობლოს მტრებისგან! აქამდე, სექტემბერში, მამუკა ფიფია, სეზონი TV-ს დამფუძნებელ ნიკოლოზ მჟავანაძესთან და კახა კალაძის ნახევარდის, თამუნა კალაძის ქმართან, პაატა აბულაძესთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში იმყოფებოდნენ და მარიონეტ ლიდერს, დენის პუშილინს შეხვდნენ. ოქტომბერში კი ფიფია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანის შესაძლებლობაზე ესაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)