|
2026-01-08 12:47:01, 1623 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერში საქართველოს 6 მოქალაქის ყოფნაზე საქართველო ამოწმებს - ნახეთ როგორ უნდა აარიდონ თავი სანქცირებულ გემებს ქართველლმა მეზღვაურებმა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ჯერ ჯერობით ამოწმებს ინფორმაციას სანქცირებული რუსული ტანკერის ეკიპაჟში, რომელიც გუშინ ამერიკულმა ძალებმა დააკავეს, საქართველოს 6 მოქალაქის ყოფნის შესახებ. რუსული მედიის ინფორმაციით, სანქცირებული რუსული ტანკერის ეკიპაჟში, რომელიც გუშინ ამერიკულმა ძალებმა დააკავეს, რუსეთის 2, საქართველოს 6 და კიდევ სხვადასხვა ქვეყნის 20, მათ შორის უკრაინის მოქალაქეები იმყოფებიან. აშშ-მ დააკავა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Bella 1, აშშ-ის სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობა იტყობინება. „გემი ჩრდილო ატლანტიკაში აშშ-ის ფედერალური სასამართლოს ბრძანების შესაბამისად დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში. ტელეგრამ არხი World Military • ანალიტიკა მშვიდობიანი ცურვას უსურვებს ათასობით ქართველ მეზღვაურს, რომლებიც ახლა ღია წყლებში იმყოფებიან, თუმცა მათ მარტივად შეუძლიათ გადაამოწმონ ის გემი, რომელზედაც იმყოფებიან, არის სანქციების ქვეშ თუ არა! 1) აშშ – OFAC Sanctions List Search OFAC Sanctions List Search (ძებნა სანქციების სიაში) – https://sanctionssearch.ofac.treas.gov/
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)