|
2026-01-08 11:45:41, 611 ნახვა
პოლიტიკა
კერესელიძე - ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო
2019 წელს გახარიას ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს პოზიციას, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვება არ შეიძლება. ამის მიუხედავად, პარტია „ქართული ოცნება“ იღებს გადაწყვეტილებას, რომ გავრილოვი არათუ შემოუშვან, არამედ „შეცდომით“ პარლამენტის თავმდჯომარის სავარძელში ჩასვან, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ იწყება გამოძიება და ექვსი წლის შემდეგ ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო“. „საინტერესო ქრონოლოგიაა: 2019 წელს გახარიას ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს პოზიციას, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვება არ შეიძლება. ამის მიუხედავად, პარტია „ქართული ოცნება“ იღებს გადაწყვეტილებას, რომ გავრილოვი არათუ შემოუშვან, არამედ „შეცდომით“ პარლამენტის თავმდჯომარის სავარძელში ჩასვან. მოქალაქეების გაბრაზების ფონზე გავრილოვის მასპინძელი, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გარბის ქვეყნიდან და იმალება ბაქოში, არადა საქართველოს მოქალაქეები სწორედ მისი თანანმდებობიდან გადადგომას ითხოვენ. სიტუაცია იძაბება, პოლიცია და მომიტინგეების ნაწილი ერთმანეთს უპირისპირდებიან. მომიტინგეების და პოლიციის ნაწილი ფიზიკურად ზიანდებიან. მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ იწყება გამოძიება და ექვსი წლის შემდეგ ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო. ციტატა ივანიშვილის ბოლო საჯარო ინტერვიუდან: „დავუბრუნდები ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას – გახარიას. რა თქმა უნდა, მას გასამართლება მოუწევს. სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული“, – წერს კერესელიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)