|
2026-01-07 11:24:05, 856 ნახვა
საზოგადოება
პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრამდე „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა გაიმართება
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება. შეგროვებული სურსათი კი მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება, რა დროსაც ავტომობილები გადაადგილებას ალტერნატიული ქუჩებით შეძლებენ: მერაბ კოსტავას ქუჩიდან გიორგი ახვლედიანისა და ლეო ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა ვაშლოვანისა და ია ეკალაძის ქუჩების გამოყენებით იქნება შესაძლებელი. ასევე, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედნისა, გადაადგილებას მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით შეძლებენ. „ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა. მსვლელობის დროს „ალილოს“ მონაწილეებს ტრადიციულად ხვდებიან პრეზიდენტი, პარლამენტის, საკრებულოს წევრები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)