|
2026-01-03 11:29:07, 1130 ნახვა
საზოგადოება
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ასობით მანქანაა გაჭედილი
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ასობით მანქანაა გაჭედილი, ტურისტები და რუსეთის მოქალაქეები კი თოვლის გამო საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებენ - ინფორმაციას რუსული მედია რუსულ Telegram-არხებში გამოქვეყნებულ ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, სახმელეთო საზღვარი დაკეტილია და ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აკრძალულია. როდის გაიხსნება სახმელეთო საზღვარი გაურკვეველია. რუსული გამოცემის ცნობით, საცობში ჩარჩენილებს შორის არიან რუსები, მათ შორის ოჯახები ბავშვიანი. ისინი საახალწლოდ პოპულარული სათხილამურო კურორტის, გუდაურის მოსანახულებლად მიდიოდნენ. ზოგიერთი ტურისტი ამბობს, რომ ფული დაკარგა, რადგან სასტუმროები დაჯავშნეს და დროულად ვერ ჩავიდნენ. ამ პირობებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გარანტია შეუძლებელია, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გზატკეცილი სიტუაციის სტაბილიზაციამდე დაიკეტოს, განუცხადეს sk-news.ru-ს ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიას საავტომობილო გზების სამსახურის პრესსამსახურმა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)