|
2025-12-29 12:57:42, 5339 ნახვა
საზოგადოება
ქართველი გამომგონებელი, რომელმაც შობა შეცვალა - ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები
ისტორია რაჭის პატარა სოფლიდან, თხმორიდან, იწყება და ამერიკის ინდუსტრიული ბაზრებით გრძელდება - ეს ჯორჯ კობია, ქართველი გამომგონებელი და მეწარმე, რომელმაც ახალი წელი გააფერადა. ჯორჯ კობი 1883 წელს, რაჭაში, სოფელ თხმორში დაიბადა. წერა-კითხვა სოფლის მღვდელთან შეისწავლა, თუმცა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ხელსაქმისადმი ინტერესითა და ნიჭით. თავგადასავლების სიყვარულით შთაგონებული 10 წლის ასაკში სახლიდან გაიპარა და ბორჯომში, მის უფროს ძმასთან ჩავიდა, რომელიც იმ პერიოდში ახლად გახსნილ მინის ქარხანაში მუშაობდა. აქ გაეცნო ჯორჯ კობი მინის დამუშავების ტექნოლოგიას, დაეუფლა ქარხანაში არსებულ ყველა ტექნოლოგიას, სამეწარმეო პროცესებსა და ბიზნესის მართვას - ცოდნას, რომელმაც მისი მომავალი განსაზღვრა. ჯორჯ კობიმ ბორჯომიდან ნიუ-იორკამდე გრძელი გზა გაიარა - ჯერ იყო თბილისი, შემდეგ პოლონეთი, გერმანია, ინგლისი და ბოლოს ამერიკა. 1919 წელს მან აშშ-ში Coby Glass Products Company დააფუძნა, სადაც მინისგან სრულიად ინოვაციური პროდუქტების წარმოება დაიწყო. კობის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი ტექნოლოგიური სიახლე, მათ შორის ნაძვის ხის ფერადი მინის სათამაშოები, რომლითაც მილიონობით ოჯახისთვის შობა ფერად დღესასწაულად იქცა. დღეს თხმორში, ადგილობრივი საზოგადოების ძალისხმევით, ჯორჯ კობის, იგივე გრიგოლ კობახიძის ფოტო-მემორიალური მუზეუმი ფუნქციონირებს. მუზეუმი მის ცხოვრებასთან და გამოგონებებთან დაკავშირებულ არქივს ინახავს და მომავალ თაობებს უყვება ისტორიას ადამიანზე, რომელიც დაუღალავი შრომით, დაკვირვებითა და არგაჩერებით არაერთისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. საქართველოს ბანკმა წინასაახალწლოდ ჯორჯ კობის, ისტორია გააცოცხლა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ როგორ შეუძლია ერთ იდეას დროისა და საზღვრების გადალახვა. შენ ამას შეძლებ, შესაძლებლობები უსაზღვროა. ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)