|
2016-03-28 11:16:13, 1124 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა
პაკისტანის ქალაქ ლაჰორეში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანის" ერთ-ერთმა ყოფილმა განშტოებამ აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაჯგუფება "ჯამაათ-ულ-აჰრარმა" განაცხადა, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. თავდასხმა ბავშვების სათამაშო მოედანზე მოხდა, რის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა, მათ შორის არის 30 ბავშვი. როგორც პოლიციაში აცხადებენ, დაშავებულია 300-მდე ადამიანი. მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. ყველა ადგილობრივი საავადმყოფო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პაკისტანის პრეზიდენტმა მომხდარი მკაცრად დაგმო. რეგიონულმა მთავრობამ კი სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ცნობისთვის, "ჯამაათ-ულ-აჰრარი" "ტეჰრიკ-ე თალიბანის" პაკისტანური დაჯგუფების ერთ-ერთი ყოფილი ნაწილია. მას ბოლო თვეების განმავლობაში პაკისტანის მასშტაბით არაერთი თავდასხმა აქვს განხორციელებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)