|
2016-03-26 14:39:48, 1057 ნახვა
მსოფლიო
სირიაში ტერორისტებმა 12 მოქალაქე გაიტაცეს, 3 კი, მოკლეს
„ჯებჰატ ან-ნუსრას“ ტერორისტებმა სირიის პროვინცია ჰამადში 12 მშვიდობიანი მოქალაქე გაიტაცეს, - ამის შეხაებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, ტერორისტებმა მოქალაქეები ეროვნული შერიგების პროცესში მონაწილეობისთვის გაიტაცეს. მათივე ინფორმაციით, ბოევიკებმა დასახლებული პუნქტი ფუა დაბომბეს. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ტერორისტებმა მოსახლეობა პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დასახლებებიდან: აბუ-აჯავიდან, ალ-შიხიდან, სურუჯიდან და ტელ-ხალავიდან გაიტაცეს. მედია საშუალების ცნობით, „ჯებჰატ ან-ნუსრას“ ტერორისტებმა იდლიბის პროვინციაში დასახლებული პუნქტი ფუას დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 3 კი დაშავდა. შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე წლის 27 თევერვალს მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ზავი „ისლამური სახელმწიფოს“, „ჯებჰატ ან-ნუსრას“ დაჯგუფებებზე არ ვრცელდება. ცნობისთვის, ეს დაჯგუფებები გაეროს უშიშროების საბჭომ ყველაზე საშიშ ტერორისტებად დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)