22:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-08 12:43:09, 1315 ნახვა

მსოფლიო
ტაილანდმა კამბოჯასთან სადავო საზღვარზე საჰაერო დარტყმები დაიწყო - არის მსხვერპლი

ტაილანდმა კამბოჯასთან სადავო საზღვარზე საჰაერო დარტყმები განახორციელა მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ ერთმანეთი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ანვარ იბრაჰიმის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

ტაილანდის სამეფო არმიის განცხადებით, კამბოჯის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად უბონ რაჩატანის პროვინციაში ორი ტაილანდელი სამხედრო დაიღუპა და ოთხი დაიჭრა, რის შემდეგაც ბანგკოკმა საჰაერო დარტყმები დაიწყო.

კამბოჯის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სწორედ ტაილანდის ძალებმა განახორციელეს გამთენიისას პირველი შეტევა და რომ მათ საპასუხო მოქმედებები არ გამოუყენებიათ.

საბრძოლო ეპიზოდები ფიქსირდება ტაილანდის სი სა კეტისა და უბონ რაჩატანის პროვინციებში, ასევე კამბოჯის ჩრდილოეთის რეგიონებში - პრეაჰ ვიჰარსა და ოდარ მინჩეიში.

სასაზღვრო დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის ივლისში ხუთდღიან კონფლიქტში გადაიზარდა, რომელსაც სულ მცირე 48 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაახლოებით 300 000 ადამიანი გადაადგილდა იძულებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics