21:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-03 15:04:20, 2525 ნახვა

საზოგადოება
ნოემბერში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 794 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 794 ფაქტი გამოავლინეს.

556 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 111 - ბათუმში, 86 - ქუთაისში, 41 კი - ქალაქ რუსთავში.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, 2025 წლის 11 თვეში გამოვლენილია 5291 სამართალდარღვევა.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ მსხვილ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ. ეტაპობრივად მიმდინარეობს ამ მიმართულებით დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი.  ბოლო პერიოდში, გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, რაც მნიშვნელოვანია გამონაბოლქვის კონტროლის ეფექტიანობის გაზრდისთვის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics