02:58 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-28 08:34:47, 1253 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძის განცხადებიდან ერთი წლის თავზე დღეს, დედაქალაქში, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება

დღეს, 28 ნოემბერს, დედაქალაქში, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ორი მსვლელობაა დაგეგმილი. კერძოდ, 19:00 საათზე, მოქალაქეები თსუ-ის პირველი კორპუსიდან და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველი შენობიდან დაიწყებენ მსვლელობას.

20:00 საათიდან მოქალაქეები შეიკრიბებიან პარლამენტთან.

როგორც ცნობილია, აქციას შეუერთდებიან პროფესორ-მასწავლებლები. აღნიშნული განცხადება მათ, სიმბოლურად სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გააკეთეს. აქცია-მსვლელობას, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უერთდებიან.

მე უბრალოდ მაინტერესებს, მდუმარე ხალხის თავში რა ხდება, ერთი წუთით მაინც წარმოიდგინონ ან თავიანთი შვილი, ან ქმარი, ან ძმა, ან და, ასეთ მდგომარეობაში, რასაც  ჩვენ გავდივართ, - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ხვალ არის სახალხო პროტესტი და ძალიან ბევრი ხალხი უნდა იყოს, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ უკვე ერთი წელია რაც ხალხი ჯოჯოხეთს აპროტესტებს.“

არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, ხვალ სახლები დაკეტონ და საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ.

„ხვალ - ყველა ერთად! იქ, სადაც ჩვენი მომავლის ხაზი გადის!“, - წერს Facebook-პოსტში საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

2024 წლის 28 ნოემბრს „ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს. ამ დღის შემდეგ მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე. ისინი ასევე მოითხოვენ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics