21:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-13 13:47:48, 1151 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მშობლებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე- "როგორ ჩამოვუყალიბოთ შვილებს სწორი ფინანსური ჩვევები"

საქართველოს ბანკი, როგორც ფინანსური განათლების მხარდამჭერი ბანკი, ფინანსური ცოდნის ამაღლების მიზნით   სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. ამჯერად კი ბანკმა ფინანსური განათლებით დაინტერესებული  მშობლებისთვის ტრენინგი- "როგორ ჩამოვუყალიბოთ შვილებს სწორი ფინანსური ჩვევები" ჩაატარა.

ტრენინგზე ფინანსურ, ასევე სწავლების სფეროში გამოცდილმა ინსტრუქტორებმა: თამთა ჯიჯავაძემ და ნათია მშვიდობაძემ  მშობლებთან ერთად განიხილეს როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს მარტივად და გასაგებად: ბიუჯეტირება, ფინანსური მიზნების დასახვა, დანაზოგის მნიშვნელოვნება, ფულის დაგროვების მარტივი გზები, პასუხისმგებლიანი ხარჯვის წესები და ა.შ.

„საქართველოს ბანკისთვის, რომლისთვისაც განათლების მხარდაჭერა უცვლელი პრიორიტეტია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური განათლების ხელშეწყობა. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ფინანსური ცნობიერების ამაღლებას მშობლებში, მოსწავლეებში, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებში. გვჯერა, რომ ფინანსური ცოდნა და ჯანსაღი ფინანსური ჩვევების განვითარება დღეს ყველასთვის აუცილებელია, რადგან ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, და მნიშვნელოვანია, ეს არჩევანი შესაბამის ცოდნაზე იყოს დაფუძნებული,“ — აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი ანა ლომთაძე.

საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების მხარდამჭერი





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics