|
2025-10-22 17:52:58, 846 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო. თუ ხარ მოსწავლე, დარეგისტრირდი STEM ოლიმპიადაზე მომავლის პროფესიების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა და კომაროვის სკოლამ, სკოლის მოსწავლეებისთვის STEM ოლიმპიადის პროექტი შექმნა. STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ოლიმპიადა ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას VII-XI კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მიიღებენ. ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს. თუ ხარ სტუდენტი, არ გამოგრჩეს შესაძლებლობა, მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 ნოემბერს დასრულდება. განაცხადის შესავსებად და უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რაოდენობა უკვე 350-ს აჭარბებს და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თუ გაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი, საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივის ფარგლებში გაიარე კურსი ქალებისთვის, პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკი ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი (AI), აძლევს შესაძლებლობას, ახალი ინიციატივის ფარგლებში ჩაერთონ სასტიპენდიო პროგრამაში და მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება საქართველოს ბანკის 6 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში. AI სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 ნოემბერს დასრულდება. აღმოაჩინე შენზე მორგებული სასტიპენდიო პროგრამები ვებგვერდზე ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)