|
2025-10-16 14:53:16, 922 ნახვა
სამართალი
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი 5000 ლარით დააჯარიმეს
ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი გზის გადაკეტვის საბაბით 5 000 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 14 ოქტომბერს ელინა ვალტონენი დელეგაციის წევრებთან ერთად რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მივიდა და გაესაუბრა აქციის მონაწილეებს. მოგვიანებით მან X-ზე რუსთაველის გამზირზე გადაღებული ვიდეოც გაავრცელა:
15 ოქტომბერს „ოცნების“ მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობის“ გამო, ირაკლი კობახიძემ ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა. ამავე დღეს ფინურმა გამოცემა Helsingin Sanomat-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ელინა ვალტონენმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა. დღეს „ქართული ოცნების“ პრემიერის განცხადებას თავად ელინა ვალტონენი გამოეხმაურა და კობახიძე ფინეთში მიიწვია, რათა შეხვდეს თავისუფალ მედიას და დააკავრიდეს მისთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)