20:29 - 28 May, 2026
|
2025-10-11 16:18:23, 1265 ნახვა
სამართალი
ღობის საქმეზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა, ერთს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში 3 პირს - ხვიჩა გოგოხიას, ავთანდილ სურმანიძეს და რამაზ მამულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ია დარახველიძეს 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. პროკურატურა თავდაპირველად ია დარახველიძესთვისაც პატიმრობას მოითხოვდა, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მას აქვს ეპილეფსია. ია დარახველიძეს საპატიმრო გირაოს თანხა, 10 000 ლარი, მოქალაქეებმა უკვე შეუგროვეს. ავთანდილ სურმანიძეს და ია დარახველიძეს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს კი ბრალად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)