|
2025-10-03 18:32:48, 2495 ნახვა
ეკონომიკა
SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება (რ)
10 ოქტომბერს, 23:00 საათზე, SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით და Flitz Collective-ის ორგანიზებით, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში მუსიკალური პროექტი Oscar and the Wolf-ი გაიმართება. Oscar and the Wolf ეს არის Max Colombie-ს პროექტი, რომელიც სცენაზე 2023 წელს დაბრუნდა, მათი სინგლი "Warrior“ კი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ჰიმნად იქცა. Oscar and the Wolf - Max Colombie-ს პროექტია, ის ხშირად საკუთარ მუსიკას ახასიათებს როგორც "დისნეის მუსიკა მოზარდებისთვის". Max-ის დებიუტი 2014 წელს შედგა, შემდეგ კი ალბომით "Entity", მან ჟანრობრივი საზღვრები დაარღვია, შეუფერხებლად შეურია პოპი, R&B, EDM და ალტერნატიული ელემენტები ერთ უნიკალურ და აღიარებულ ჟღერადობაში. მსმენელები აღნიშნავენ, რომ Max-ის ლაივ-შოუები მაგნიტურია, რომლის ფარგლებშიც, ვიზუალური ეფექტების და დაუფარავი ემოციების შერწყმა ქმნის დაუვიწყარ გამოცდილებას. Max-ის უნარი, ერთდროულად გამოხატოს მელანქოლიაც და ეიფორიაც, კვალდაკვალ ჩანს მის მთელ კარიერაში — ფოლკისა და დრიმ პოპის ჟღერადობიდან დებიუტურ ალბომში, კლუბური ტონების მქონე "Infinity" (2017) და მზის სხივებით გაჟღენთილი სინთ-პოპის მიმართულებით ალბომში "The Shimmer" (2022). მას ჰყავს ერთგული მსმენელების არმია და გამორჩეული ადგილი უჭირავს უდიდეს ფესტივალებზე — მათ შორის Pukkelpop-სა და Tomorrowland-ზე. Max-ის გავლენა სცილდება მხოლოდ მუსიკალურ სფეროს — ის ქმნიდა საუნდტრეკებს ცნობილი დიზაინერის, Dries Van Noten-ის მოდის ჩვენებებისთვის. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს: tkt.ge SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას, SOLO მომხმარებლები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)