|
2016-03-23 13:00:06, 1242 ნახვა
მსოფლიო
ბელგიელ პოლიციელებს ასაფეთქებელი მოწყობილობის პოვნაში ტაქსის მძღოლი დაეხმარა
ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის აეროპორტში და სკარბეკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Derniere Heure ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, ტაქსის მძღოლი სამართალდამცველებს ტერაქტის შემდეგ რამდენიმე საათში დაეკონტაქტა. სააგენტოს ცნობით, ტაქსის მძროლმა გაიხსენა, რომ ტერაქტის განხორციელებამდე 1 საათით ადრე მან 3 ახალგაზრდა აეროპორტში მიიყვანა. მძღოლის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს საკმაოდ ბევრი ბარგი ჰქონდათ, აეროპორტის კამერების ჩანაწერებზე კი მხოლოდ 3 ჩანთა არის ასახული. სამართალდამცველების ინფორმაციით, სწორედ ტაქსის მძღოლი დაეხმარა პოლიციას კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობის პოვნაში. ცნობისთვის, ტაქსის მძღოლმა ბინის მისამართიც მიაწოდა სამართალდამცველებს. პოლიციამ მოგვიანებით ამ ბინაში კიდევ რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვა. როგორც მძღოლი აცხადებს, ეჭვმიტანილებს ყველა ჩანთის წამოღება თან უნდოდათ, თუმცა ადგილის სიმცირის გამო მძღოლმა მათ ნება არ დართო. გარდა ასაფეთქებელი მოწყობილობებისა ბინაში "ისლამური სახელმწიფოს" დროშაც იპოვეს. როგორც პოლიციაში აცხადებენ, სამართალდამცველები Renault Clio და Audi S4 ეძებენ, რომლებიც ბელგიის პროვინციაში მცხოვრობ ტერორიზმში ეჭვმიტანილს ეკუთნის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)