18:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 10:35:54, 894 ნახვა

სამართალი
გენერალური ინსპექციის შემოწმების საფუძველზე შსს-ს სამი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამინისტროს სამი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვა.

ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N5 სამმართველოს N7 სექტორის სპეციალისტი (მესაზღვრე) შ.ლ, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი - გ.დ. და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი რ.ო. დააკავეს.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამივე მათგანი საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ“, - ნათქვამაი შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღნიშნულის საფუძველზე, ისინი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics